ფსიქოლოგიის განხრები

ბიჰევიორიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ინგლ. behavior ქცევა) იგივე ქცევათმეცნიერება. ბიჰევიორიზმის ფუძემდებელი ამერიკელი მეცნიერი ჯონ უოტსონი ცდილობდა ფსიქოლოგია ექცია ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებად, იგი უარს აცხადებდა სუბიექტური სამყაროს, ცნობიერების შესწავლაზე და ამის საპირისპიროდ ფოკუსირებული იყო ობიექტურად მოცემული ქცევის შესწავლაზე. ამ მიმდინარების მიხედვით ყოველი ქცევა, რეაქცია არის პასუხი რაიმე გამღიზიანებელზე: S—R - ასეთია ბიჰევიორიზმის ფორმულა, სადაც S არის მოცემული გამღიზიანებლი, ხოლო R ორგანიზმის პასუხი, რეაქცია. ბიჰევიორიზმის მთავარი ამოცანაა იწინსაწარმეტყველოს ქცევა და მართოს იგი. S-R ფორმულაში არ არის გათვალისწინებული ფსიქიკის მონაწილეობა - გამღიზიანებელი უშუალოდ იწვევს რეაქციას, ეს არ ეთანხმება ყოველდღიური დაკვირვების მონაცემებს. ბიჰევიორისტების მომავალმა თაობამ ე.წ. ნეობიჰევიორისტებმა ქცევის პროცესის დახასიათებისას მიმართეს შინაგან სამყაროსთან დაკავშირებულ მოვლენებს (მოთხოვნილება, განწყობა და სხვა) და შუალედური ცვლადის სახით მოათავსეს ისინი სტიმულსა და რეაქციას შორის. როგორც ცნობილიაბიჰევიორისტები მხოლოდ ობიექტურ, დაკვირვებად ქცევას მიიჩვედნენ ფსიქოლოგიის საგნად, ცნობიერებიას, ფსიქიკურ პროცესებს კი საერთოდ გამორიცხავდნენ. გაზომვა და რიცხობრივი, ფორმალური საშუალებებით გამოხატული ქცევის აღწერა და ახსნა, მათი აზრით, აახლოვებს მათ ნამდვილ მეცნიერებასთან, რადაც ისინი ბუნებისმეტყველურ მეცნეირებას, მაგალითად, ფიზიკას თვლიდნენ. ამ თვალსაზრისის მიხედვით ნებისმიერი ცნობიერებაში მიმდინარე ფსიქიკური პროცესი, იქნება ეს მეხსიერება, აზროვნება და თვით ცნობიერება უნდა განიდევნოს ფსიქლოგიიდან. ამგვარი მიდგომა ასეთი მნიშვნელოვანი ფსიქიკური პროცესებისადმი აიძულებდა ბიჰევიორისტებს რაღაც ღრმა ფორმა გამოენახათ ამ პროცესებისათვის. მაგალითად: აზროვნების და მეტყველების ასახსნელად, რომელზე დაკვირვებაც ობიექტურად ძნელია, უოტსონმა შემოიტანა "დაფარული ქცევის" ცნება. მაგალითად, აზროვნება უოტსონისთვის, "სხვა არაფერია, თუ არა უხმო მეტყველება ან ჩვეულებრივ მეტყველებაში მონაწილე კუნთური მოძრაობები, რომელიც განვითარებასთან ერთად ხდება".

კოგნიტური ფსიქოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეისწავლის შემეცნებით ფსიქიკურ პროცესებს, ფსიქოლოგიის ამ მიმართულების დაფუძნებას და გავრცელებას ხელი შეუწყო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის განვითარებამ. კიბერნეტიკა იმ იდეიდან ამოდის, რომ მართვისა და ინფორმაციის გადამუშავების პროცესები ყოველგვარ რთულ სისტემაში - კომპიუტერშიც და ცოცხალ არსებაშიც, ზოგად კანონზომიერებებს ემორჩილება, კომპიუტერის მსგავსად ადამიანში ინფორმაცია აისახება, გაიშიფრება, კლასიფიცირდება, შეინახება, გამოიყენება, ანუ ხდება ინფორმაციის გადამუშავება. კომპიუტერის მეტაფორა კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესწავლის ახალი საშუალებაა. ამჟამად კოგნიტური ფსიქოლოგია საყოველთაოდაა გავრცელებული.

ჰუმანისტური ფსიქოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ფსიქოლოგიური მიმდინარეობა მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, იგი აქცენტს ინდივიდის ფენომენოლოგიურ სამყაროზე, რაციონალური არჩევანის გაკეთებისა და მაქსიმალური პოტენციალის განვითარების თანდაყოლილ უნარზე აკეთებს. ჰუმანისტური ფსიქოლოგია ემყარება რწმენას, რომ ყოველ პიროვნებას შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე წარმართოს თავისი ქცევა და საერთო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.

ასევე სხვადასხვა განხრები

  1. ზოგადი ფსიქოლოგია
  2. დიფერენციალური ფსიქოლოგია
  3. გენეტიკური ფსიქოლოგია
  4. სოციალური ფსიქოლოგია
  5. პათოფსიქოლოგია
  6. ასაკობრივი ფსიქოლოგია
  7.  ორგანიზაციული ფსიქოლოგია

Comments

Popular posts from this blog

ფსიქოლოგიის შესახებ